პირველ პერიოდში ბოლონიელები 10 ქულით იგებდნენ, თუმცა მეორე ათწუთეული ძალიან უხეიროდ ჩაატარეს, რომელიც 18 ქულის სხვაობით წააგეს და ისე ჩამორჩნენ, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს.
შენგელია თავის გუნდში საუკეთესო იყო. მისმა სარგებლიანობის ინდექსმა ბოლონიელთაგან ყვეალზე მეტი, 18 შეადგინა. თორნიკე სასტარტო ხუთეულში იყო და 24 წუთში 16 ქულა, 6
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა 7-დან 4 ორქულიანი და 9-დან 8 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი კი ააცილა. თორნიკემ 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 5-ჯერ დაჯარიმდნენ.
ბოლონიელთა რიგებში 19 ქულით ვეტერანი მარკო ბელინელიც გამოირჩა, მილანს კი 22 ქულით შაბაზ ნაპიემ ულიდერა. ფინალური სერიის მე-2 მატჩი 11 ივნისს კვლავ მილანში შედგება, რის შემდეგაც დაპირისპირება ბოლონიაში გადაინაცვლებს.
GBF