შენგელიას "ვირტუსმა" "მილანს" სძლია და სერიაში ანგარიში შეამცირა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს ფინალის მესამე მატჩში თორნიკე შენგელიას „ვირტუსმა“ საკუთარ მოედანზე „მილანი“ 69:61 დაამარცხა.

სტუმრებმა პირველი მეოთხედი 2 ქულით მოიგეს, რის შემდეგაც მასპინძლები უკეთ გაისარჯენ და გამარჯვების მოპოვება შეძლეს.

შენგელიამ 24 წუთში 4 ქულა (3-დან 2 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი), 9 მოხსნა და 6 პასი მიითვალა, ერთხელ ჩაჭრა და ორჯერ დაკარგა ბურთი.

ბოლონიელთა რიგებში 13 ქულით ყველაზე შედეგიანი დანიელ ჰეკეტი იყო, მილოშ ტეოდოსიჩმა 12 ქულა ჩააგდო, ჯორდან მიკიმ და მარკო ბელინელიმ კი - 10-10. მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე 15 ქულით მილანელი ბილი
ბარონი გახდა.

სერიაში „ვირტუსმა“ ანგარიში შეამცირა (1:2). მეოთხე შეხვედრა 16 ივნისს ბოლონიაში ჩატარდება. სერია 4 მოგებამდეა.

მკითხველის კომენტარები / 3 /
4 ქულაო, რა აუწყვეტია მაგდენ ქულას დაგროვება არ უნდოდა?
G.LA
12:28 15-06-2023
4
4 ქულაო
sellforRICHS
09:52 15-06-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული