კალათბურთის ისტორიაში ერთ-ერთმა საუკეთესო მწვრთნელმა, გრეგ პოპოვიჩმა "სან ანტონიო სპურსთან" კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ინფორმაცია ტეხასურმა კლუბმა სოციალურ ქსელში დაადასტურა.
ახალი კონტრაქტის მიხედვით, გრეგი ყოველწლიურად 16 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
რამდენიმე თვის წინ, ამერიკული გამოცემები იუწყებოდნენ, რომ პოპოვიჩი სეზონის ბოლოს "სპურსს" დატოვებდა და სამწვრთნელო კარიერას დაასრულებდა, თუმცა როგორც ჩანს, 2023 წლის დრაფტზე ვიქტორ ვემბანიამას არჩევამ, 74 წლის სპეციალისტის გეგმები შეცვალა.
შეგახსენებთ, პოპოვიჩი "სან ანტონიოს" მთავარი მწვრთნელის პოსტს 1996 წლიდან იკავებს, ამ პერიოდის განმავლობაში მისი გუნდი NBA-ის ჩემპიონი 5-ჯერ გახდა.
15:00 09-07-2023
5 წელიწადში 80 მილიონი - მამუკელაშვილს კვლავ პოპოვიჩი გაწვრთნის
AutoSharing Option
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
ლეგენდა, პროფესიონალი, დადებითი ადამიანი, მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო კიარა ყველაზე ყველაზე მაგარი სპეციალისტი, ძაან მიხარია რომ სანდროს ავარჯიშებს
48
0
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული