გოგას 22 წუთი და 4 დაფარება ყოფილი გუნდის წინააღმდეგ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "ინდიანა პეისერსი" 128:116 დაამარცხა.

გოგა ბითაძემ თამაში კვლავ ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პარკეტზე 22:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 8 ქულა, 8 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე პაოლო ბანკერო გახდა. ახალგაზრდა კალათბურთელმა 24 ქულა, 3 მოხსნა და 1 ჩაჭრა მიითვალა.

"პეისერსიდან" ჯორდან ნვორამ 19 ქულა, 5 მოხსნა და 1 ასისტი დააგროვა.

ამრიგად, "ორლანდო" აღმოსავლეთ კონფერენციაში 8 გამარჯვებითა და 5 მარცხით მე-5 ადგილს იკავებს. "მეჯიქი" მომდევნო მატჩს
22 ნოემბერს, "ტორონტო რაპტორსის" წინააღმდეგ გამართავს.

"ინდიანა" 7 მოგებითა და 5 წაგებით მე-7 ადგილზეა. "პეისერსი" 22 ნოემბერს "ატლანტა ჰოუქსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

altბითაძე: "ორლანდოში" ყველა ხელგაშლილი დამხვდა, ფიზიკური კონდინციები უნდა გავიუმჯობესო

altგოგას ახალი გამოწვევა - როგორი გუნდია "ორლანდო"? გაჰყვება ბითაძე ზაზას გზას?

მკითხველის კომენტარები / 3 /
ორლანდომ რომ დაიმატოს სტეფ კარის ტიპის 1 კალათბურთელი გოგა კიდევ უფრო უკეთესად ათამაშდება !!!
aburjga
12:26 20-11-2023
0
5 დაფარება
ქქ
13:52 20-11-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული