ბურჯანაძემ ხანგრძლივი უქმობისა და გადატანილი ტრავმის კვალობაზე საკმაოდ შედეგიანად ითამაშა. "ლეიმა ბასკეტი" მე-8 ტურში "ოვიედოს" შეხვდა და 88:77 იმარჯვა, ბექამ კი 17 წუთში 7 ქულა და 3 მოხსნა მიითვალა. მან 3-დან 2 სამქულიანი და საჯარიმო ჩააგდო, 2 ორქულიანი ააცილა, 1 პერსონალური ფოლი მიიღო,
ლაკორუნიელებს 8 მატჩიდან 6 აქვთ მოგებული (მე-3 ადგილზე არიან) და თუკი ასე გააგრძელეს, უდავოა, რომ ესპანეთის რანგით მე-2 დივიზიონიდან (LEB Gold) ელიტარულ ლიგა ენდესაში გადასასვლელად იბრძოლებენ. ბურჯანაძის კლუბს მომდევნო შეხვედრა 24 ნოემბერს სტუმრად "ტიზონა ბურგოსთან" ელის.
GBF