ბითაძის 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 5 ქულა "ტორონტოსთან" მოგებულ მატჩში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ორლანდო მეჯიქის" შესანიშნავი სვლა გრძელდება, ხოლო ამ გუნდის მოგებათა 4-მატჩიანი სერიის ყველა შეხვედრაში სასტარტო ხუთეულში გოგა ბითაძე გახლდათ. 3 გასვლითი მოგების შემდეგ "მეჯიქი" ფლორიდაში დაბრუნდა და "ტორონტო რეპტორსს" უმასპინძლა. ორლანდოელებმა მეტოქე 124:107 დაამარცხეს, რაშიც ქართველი ცენტრის წილი სოლიდურია.

ბითაძეს 5 ქულაზე მეტი არ ჩაუგდია, თუმცა ისეთი დახუნძლული იყო სტატისტიკით, თავის გუნდში ყველაზე მეტი მოხსნა, პასი და დაფარება მიითვალა. დიახ, გოგას 5 ქულასთან ერთად 7 მოხსნა, 6 პასი, 5 დაფარება და 2 ჩაჭრა ჰქონდა. ეს ყველაფერი გოგამ მოედანზე ყოფნის 30 წუთში
მოახერხა და თან ისე, ბურთი მხოლოდ ერთხელ დაკარგა. ბითაძეზე მეტი, ისიც არასრული 1 წუთით, პაოლო ბანკერომ და ფრანც ვაგნერმა ითამაშეს. ქართველმა ცენტრმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბომბარდირი კი ბანკერო გახდა 25 ქულით.

"ორლანდოს" 9 მოგება და 5 მარცხი აქვს, აღმოსავლეთ კონფერენციაში საპატიო მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს ნბა-ს მოქმედ ჩემპიონ "დენვერთან" ჩვენი დროით ხვალ, გამთენიისას გამართავს.

GBF

მკითხველის კომენტარები / 5 /
მგონი იპოვა თავის გუნდი გოგამ !!! ფაქტია ენდობიან , სათამაშო დრო აუცილებელია მისთვის და თუ მთელი სეზონი 25 წუთს მაინც გაატარებს საშუალოდ პარკეტზე, დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონიდან ნამდვილ გოგას იხილავთ მოედანზე. ბრავო გოგა მასე გააგრძელე, უფრო მეტი იმოძრავე კიდევ და ქულებსაც მოუმატებ მჯერა. პასებს რაც შეეხება, მაგას ბევრი გამთამაშებელი ვერ აკეთებს, ბრავოო !!! გოგა ბლოკაძეე !
ATP 16
11:09 22-11-2023
0
ბრავო გოგა, შთამბეჭდავია ეს დაფარებები. ჯერ ერთი ყველა დაფარებას 2 ქულა მოყვება, როგორც წესი, მერე მეორე ძალიან დამრთგუნველია მოწინააღმდეგისთვის ყოველი დაფარება. ასე გააგრძელე გოგა.
ბადრი
11:33 22-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული