ბითაძის 11 ქულა და 7 მოხსნა | "ორლანდომ" ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" “ჯადოქრული” სვლა გრძელდება. გოგა ბითაძის გუნდმა ნბა-ში ზედიზედ მე-7 მატჩი მოიგო, რაც ამ რიგითად შერაცხული გუნდისთვის მართლაც საოცარი შედეგია. ფლორიდელთა მორიგი ლუკმა "შარლოტ ჰორნეტსი" გახლდათ, რომელიც “ჯადოქრებმა” ორლანდოში 130:117 დაამარცხეს.

საქართველოს ნაკრების ცენტრი "ორლანდოს" სასტარტო შემადგენლობაში იყო და შედეგიანადაც გაისარჯა: 20 წუთი, 11 ქულა, 7 მოხსნა, 3 პასი. გოგამ 7-დან 5 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. ორმაგ დუბლსაც ჩაიწერდა, რომ არა მწვრთნელის ჩანაფიქრი – მეოთხე პერიოდში ტანდაბალი ხუთეულით ითამაშა, მორიც ვაგნერსა და გოგა ბითაძეს ბოლოს თამაშის საშუალება
არ მისცა.

სამაგიეროდ, გაილაღა მორიცის ძმამ, ფრანც ვაგნერმა, რომელმაც 30 ქულა ჩააგდო. პაოლო ბანკერომ მატჩი 23 ქულით დაასრულა.

ეს იყო "ორლანდოს" ზედიზედ მე-7 გამარჯვება მიმდინარე სეზონში (სულ 12). ამ მაჩვენებლით ის აღმოსავლეთის კონფერენციაში მეორე-მესამე ადგილებს იყოფს "მილუოკისთან". შემდეგ მატჩს ორლანდოელები კვლავ შინ, 29 ნოემბერს, "ვაშინგტონ ვიზარდსთან" გამართავენ.

GBF.GE

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაც მინახია,ბითაძე უფრო გუნდზე თამაშობს.ცდილობს,თანაგუნდელებს სივრცეები გაუთავისუფლოს.თვითონ ნაღდი თუ არ არის,ფარზე არ მიდის.შესაძლოა გუნდისათვის ეს უფრო სასარგებლოა,ვიდრე ქულების მომტანი ცენტრი.არ ვიცი,მაგრამ ფაქტია,რომ შედეგები უკეთესია.
სოსო
21:42 27-11-2023
0
რა მაგარი ყოფილა კაცო. მალე დონჩიჩსაც ლებრონასაც გადაუჯკრავს
32
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული