გოგას 24 წუთი - "ორლანდოს" ზედიზედ მე-9 გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ორლანდო მეჯიქი აგრძელებს თავის ჯადოსნურ სვლას. გოგა ბითაძის გუნდმა ზედიზედ მე-9 მატჩი მოიგო, რითაც სატურნირო მდგომარეობა და ცხადია, რეპუტაცია მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა. ორლანდომ 2 დღის წინ ძლეულ ვაშინგტონს ერთი მარცხიც აგემა – ამჯერად 130:125.

ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე მიახლოებითი სტანდარტული დრო – 24 წუთი გაატარა. ამჯერად ბითაძე შედარებით მოკრძალებული იყო: 3 ქულა, 5 მოხსნა, 4 პასი, 2 დაფარება. უცნაურია და, ბითაძემ მთელს შეხვედრაში 1 სროლა განახორციელა – სამქულიანი ჩააგდო. საუკეთესო მატჩი ჰქონდა პაოლო ბანკეროს, რომელმაც 28 ქულა, 13
მოხსნა და 7 პასი მოაგროვა.

14 მოგებითა და 5 მარცხით ორლანდო აღმოსავლეთ კონფერენციაში ბოსტონის შემდეგ მე-2 ადგილზეა. დაამრგვალებს მიჯრით მოგებებს მეჯიქი? ეს ხვალვე გამოჩნდება, როცა ორლანდო მომდევნო მატჩს ბრუკლინში ჩაატარებს. სხვათა შორის, ბოლო მარცხი ბითაძის გუნდმა სწორედ ბრუკლინში, 14 ნოემბერს განიცადა, რის შემდეგაც ზედიზედ 9 მატჩი მოიგო.

მოედანზე გამოჩნდა სან ანტონიოს წევრი სანდრო მამუკელაშვილი, რომელსაც როტაციის გამო გრეგ პოპოვიჩი დიდად აღარ სწყალობს. ნიუ ორლეანთან 106:121 წაგებულ შეხვედრაში ქართველი ცენტრი მოედანზე 6 წუთით გამოჩნდა, რა დროშიც 3 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 2 სამქულიანიდან 1 ჩააგდო, 1 ორიანი კი ააცილა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 4 /
ხალხო თქვენ ეს ქუჩის კალათბურთი ხო არ გგონიათ? თითოეული გაფაჩუნება მწვრთნელის დავალებაა, რადგან არ უტევს აქტიურად ფარს, ანუ ასეა დალაგებული და სხვა დავალებები აქვს. ზოგი ჩანს სტატისტიკაში, ზოგი არ ჩანს. ასე რომ რილაქს. იგებენ და სოლიდურ დროსაც იღებს, სოლიდური წვლილიც შეაქვს გოგას მიგებებში
რა მაფიაა?
21:56 02-12-2023
1
ასეთი თამაშით შანსი არ აქვს სასტარტოში ძირითადი ცენტრი რომ დაბრუნდება, საერთოდ ვერ უმატებს
მთ
19:29 02-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული