გოგას პირადსარეკორდო 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და "ორლანდოს" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "კლივლენდ კავალიერსი" 104:94 დაამარცხა.

"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა.

"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

"კლივლენდიდან" დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "მეჯიქი" 16 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. "ორლანდო" მორიგ მატჩს 16 დეკემბერს, "ბოსტონ
სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კავალიერსი" 13 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. "კლივლენდი" 13 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 5 /
საღოლ გოგა! ეგრე გააგრძელე
BOSS
00:38 15-12-2023
0
მაგარი ხარ გოგა, არ იფართხალო ოღონდაც რა, დინჯი და დამაჯერებელი იყავი.
ბმბ
16:13 12-12-2023
1

სიახლეები პოპულარული