გოგას პირადსარეკორდო 15 ქულა, 7 მოხსნა, 4 დაფარება და "ორლანდოს" მორიგი გამარჯვება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ორლანდო მეჯიქმა" "კლივლენდ კავალიერსი" 104:94 დაამარცხა.

"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ თამაში სასტარტო ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 29:01 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 4 დაფარება მიითვალა.

"ორლანდოდან" საუკეთესო პაოლო ბანჩერო გახდა, გუნდის ლიდერმა 20 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა.

"კლივლენდიდან" დარიუს გარლანდმა საკუთარ გუნდს 36 ქულა, 6 მოხსნა და 5 ასისტი შესძინა.

ამრიგად, "მეჯიქი" 16 გამარჯვებითა და 7 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილს იკავებს. "ორლანდო" მორიგ მატჩს 16 დეკემბერს, "ბოსტონ
სელტიქსის" წინააღმდეგ გამართავს.

"კავალიერსი" 13 მოგებითა და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა. "კლივლენდი" 13 დეკემბერს "ბოსტონ სელტიქსს" დაუპირისპირდება.

altგოგა ბითაძე VS ნიკოლა იოკიჩი | "ორლანდომ" "დენვერი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]

altგოგა ბითაძე "ორლანდო მეჯიქში" დარჩა

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყველა სტატიის გახსნისას რეკლამის ამოხტომა, რა უბედურება. გასაგებია საიტზე საწყისი შემოსვლისას, ან, რაღაც დროით ინტერვალის მერე, მაგრამ ყოველი სტატიის გახსნისას ნამეტანია. საიტზე შემოსვლის სურვილი მეკარგება და ხშირად თავსაც ვიკავებ. სხვა პლატფორმაზე შესვლას ვარჩევ. დარწმუნებული ვარ ბევრს უქმნის დისკომფორტს. რამე ოპტიმალური ვარიანტის მოფიქრება ხომ შეიძლება.
შეწუხებული მკითხველი
12:11 12-12-2023
1
გოგას პროგრესი თვალშისაცემია ,ძალიან მოუმატა, იმედია არ შეუმცირდება სათამაშო დრო. აქვს მომენტებში ის თავდაჯერება რაც ვარსკვლავების თამაშში ჩანს ხოლმე და თუ მთელი სეზონი ამ დონეზე გააგრძელა თამაში, მომავალი სეზონიდან შეუძლია საკუთარ თავს კიდევ უფრო მაღალი მიზნები დაუწესოს. ცალკე თემაა მისი დაცვაში თამაში, ძალიან ჭკვიანი მოთამაშეა-გოგა ბლოკაძე !!! წარმატებებიიი !!!
ATP 16
11:07 12-12-2023
0

სიახლეები პოპულარული