"აი, ასეთი ბიჭია სანდრო" - პოპოვიჩმა მამუკელაშვილზე ისაუბრა

AutoSharing Option
"სან ანტონიო სპურსის" მთავარმა მწვრთნელმა, ლეგენდარულმა გრეგ პოპოვიჩმა სანდრო მამუკელაშვილის შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, "მამუს" მომავალზე ძალიან ბევრს ფიქრობს და არაა გამორიცხული, რომ უახლოეს მომავალში მას მეტი სათამაშო დრო მისცეს.

"რამდენიმე მატჩით G ლიგაში გავუშვით, იქედან კი ყოველ ჯერზე 25-30 ქულით დაგვიბრუნდა. მასზე ყოველთვის ვფიქრობ, საკუთარ თავს ვეკითხები, უფრო მეტი სათამაშო დრო ხომ არ უნდა მივცე?

"მამუ" შესანიშნავი ბიჭია. ყოველთვის იღიმის და ძალიან მშრომელია. ვარჯიშის შემდეგ რჩება და მუშაობას აგრძელებს. სანდროს ჩემთვის ხშირად ქართული ღვინო ჩამოაქვს ხოლმე, რის გამოც კიდევ
უფრო მიყვარს", - განაცხადა პოპოვიჩმა.

შეგახსენებთ, სანდრო "სპურსს" გასულ სეზონში, შეუერთდა.

altვემბანიამას არყოფნაში მამუკელაშვილის სათამაშო დრო 15 წუთამდე გაიზარდა

altმამუკელაშვილის 34 ქულა, 22 მოხსნა და გამარჯვება ბოლო წამებზე [VIDEO]

altბითაძის მორიგი სასტარტო და მამუკელაშვილის ბოლო 8 წუთი – ორივე ქართველის გუნდმა წააგო

მკითხველის კომენტარები / 6 /
სანდრო,მართლაც კარგი ბიჭია და ნდობას თუ დაინახავს,მის გასამართლებლად,ყველაფერს გააკეთებს.გუნდი მაინც ბოლო ადგილზეა და დასაკარგი რაღა გაქვს?
სოსო
13:34 21-12-2023
0
მართლაც!ჩამოყალიბებული და დადებითი პიროვნებაა!!!
მარი
14:00 21-12-2023
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული