ბექა ბურჯანაძის "კორუნა ბასკეტი" ესპანეთის უმაღლეს ლიგაში გადასვლის კანდიდატია

AutoSharing Option
წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი ბექა ბურჯანაძე, რომელიც გასულ ოთხშაბათს 30 წლის გახდა, ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში წარმატებით ასპარეზობს. შეგახსენებთ, რომ იგი “კორუნა ბასკეტის” ღირსებას იცავს, რომელიც EBA Gold-ში 12 მოგებითა და 4 მარცხით მე-2 ადგილზეა და ესპანეთის უმაღლეს დივიზიონში – Ligaendesa-ში გადასვლის კანდიდატია.

ბურჯანაძის გუნდმა გასულ ტურში, 5 იანვარს, სტუმრად “კასტელო” 83:74 დაამარცხა. ქართველი ფორვარდი სათადარიგო იყო და მოედანზე გატარებულ 19 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი მიითვალა. მიმდინარე სეზონში, EBA Gold-ში ბურჯანაძემ 9 შეხვედრაში მიიღო
მონაწილეობა. ქართველი ფორვარდი მოედანზე საშუალოდ 21.3 წუთს ატარებს, რის განმავლობაშიც 7.4 ქულას, 4 მოხსნას, 1.3 პასს და 0.3 ჩაჭრას აგროვებს.

მომდევნო ტურში "კორუნა" “მელილას” უმასპინძლებს. მატჩი 12 იანვარს გაიმართება.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული