"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა" - გრეგ პოპოვიჩი

AutoSharing Option
სანდრო მამუკელაშვილმა NBA-ში გამორჩეული მატჩი ჩაატარა. მისმა "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტს" უმასპინძლა, რომელშიც 113:117 დამარცხდა,. ქართველმა ფორვარდმა აღნიშნულ შეხვედრაში ორმაგი დუბლი შეასრულა.

მატჩის შემდეგ "ტეხასელთა" ლეგენდარულმა მწვრთნელმა გრეგ პოპოვიჩმა განაცხადა, რომ მამუკელაშვილი მისი საყვარელი მოთამაშეა.

"სანდრო ჩემი საყვარელი მოთამაშეა. უბურთოდ ძალიან ჭკვიანურად მოძრაობს. უამრავ ჩაჭრას აკეთებს და დაკარგულ ბურთს იბრუნებს. სტაბილურობას ინარჩუნებს და ცდილობს, არასდროს გაჩერდეს. ქართველის თამაშის ყურებით სიამოვნებას ვიღებ", - განაცხადა პოპოვიჩმა.

შეგახსენებთ, მამუკელაშვილი მიმდინარე სეზონში მოე
დანზე 6.9 წუთს ატარებს, რა დროშიც საშუალოდ 2.8 ქულას, 2 მოხსნას და 0.8 შედეგიან პასს აგროვებს; მისი "სან ანტონიო სპურსი" კი დასავლეთ კონფერენციაში 18 გამარჯვებითა და 57 მარცხით ბოლო, მე-15 ადგილს იკავებს.

მომზადებულია Expressnews.com-ის მიხედვით

altმამუკელაშვილის ორმაგი დუბლი "გოლდენ სტეიტის" წინააღმდეგ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 7 /
თუ შენი საყვარელი მოთამაშეა, ათამაშე უფრო ხშირად. მაინც და მაინც სეზონის ბოლოს რომ აძლევ შანს. რამდენჯერაც შანსი მიეცი იმდენჯერ გამოიყენა და კარგი რა გრეეგ :(
ბუდუ_კარლსუედან
11:41 01-04-2024
0
ბებერი გაიძვერა როგორ გააფერისტებულა. თუ ასე გიყვარს რატო არ ათამაშებ რეგულარულად.
გიორგი
12:25 01-04-2024
2

სიახლეები პოპულარული