კვლავ სასტარტო ხუთეულში - მამუკელაშვილმა სეზონი კარგი მატჩით დაასრულა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნბა-ს რეგულარული ჩემპიონატი დასრულდა. სეზონის ბოლო შეხვედრა ჩაატარა სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიომ", რომელმაც "დეტროიტ პისტონსს" უმასპინძლა და 123:95 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების მძიმე ფორვარდი სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 26 წუთი გაატარა. სანდრო ახლოს იყო მორიგ ორმაგ დუბლთან – მან 18 ქულა, 8 მოხსნა (2 შეტევაში) და 1 პასი დააგროვა. მამუკელაშვილმა 7-დან 4 ორქულიანი, 6-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. აღსანიშნავია, რომ მამუკელაშვილი ერთხელაც არ დაჯარიმებულა, ბურთი კი სამჯერ დაკარგა.

რაც შეეხება შეხვედრას, მისი ბედი, ფაქტობრივად, პირველ ნახევარში გადაწყდა,
როცა "სან ანტონიო" წინ 23 ქულით გავიდა. გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო ჯეიმს ვაისმენი იყო, რომელმაც ორმაგი დუბლი – 21 ქულა და 18 მოხსნა დააგროვა. ტექსასელების მხრიდან კი სწორედ სანდრო გამოირჩა.

საერთო ჯამში, სანდრომ მიმდინარე სეზონში 45 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. საშუალოდ ის 9.4 წუთს თამაშობდა, რა დროშიც 3.8 ქულას, 3.1 მოხსნასა და 1.1 პასს აგროვებდა.

"სან ანტონიო სპურსმა" რეგულარულ სეზონში დასავლეთ კონფერენციაში მე-14 ადგილი დაიკავა. გრეგ პოპოვიჩის 82 მატჩიდან 22 მოიგო და დასავლეთ კონფერენციაში მხოლოდ "პორტლენდ ტრეილბლეიზერსს" აჯობა.

GBF
მკითხველის კომენტარები / 3 /
პოპოვიჩი სანდროს ამზადებს მომავალი სეზონისთვის, ჭკვიანი მწრთვნელია !
ზაქრო
15:17 15-04-2024
1
საქარტველოს ნაკრებიდან ყველაზე ადრე და ივლისამდე რა უნდა ქნას ფორმისტვის ?
ნოდო
17:56 15-04-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული