იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ დღეს იმ კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც გამოკითხვაში მეოთხედან მეათე ადგილები გაინაწილეს. შედეგად, გაირკვა, რომ საუკეთესო სამეულში შენგელია, "ვირტუსში" მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელი და რაიონ ტაკერი (ვენეცია) მოხვდნენ.
გამოკითხვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ რიგში, მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის წევრები გამოჰკითხეს, შემდეგ კი - სერია A-ს კლუბების კალათბურთელები და მწვრთნელები.
შენგელიამ რეგულარულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 23.4 წუთი, 13.8 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.3 პასი.
შეგახსენებთ, რომ "ვირტუს ბოლონიამ" სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში უკვე 2 მატჩი მოუგო "ტორტონას" და ნახევარფინალში გასვლამდე ერთი გამარჯვება აშორებს. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული შეხვედრები გრიპის ვირუსის გამო გამოტოვა.
GBF.GE