თორნიკე შენგელიას იტალიის ჩემპიონატის MVP-ის ტიტულის მოგების რეალური შანსი აქვს

AutoSharing Option
თორნიკე შენგელიას რეალური შანსი აქვს, იტალიის სერია A-ს რეგულარული ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე გახდეს. "ვირტუს ბოლონიას" ქართველი ფორვარდი მოხვდა იმ 3 კალათბურთელს შორის, რომელთაგან 15 მაისს საუკეთესო დასახელდება.

იტალიური ლიგის ხელმძღვანელობამ დღეს იმ კალათბურთელთა სია გამოაქვეყნა, რომელთაც გამოკითხვაში მეოთხედან მეათე ადგილები გაინაწილეს. შედეგად, გაირკვა, რომ საუკეთესო სამეულში შენგელია, "ვირტუსში" მისი თანაგუნდელი მარკო ბელინელი და რაიონ ტაკერი (ვენეცია) მოხვდნენ.

გამოკითხვა ორ ეტაპად მიმდინარეობდა. პირველ რიგში, მასმედიის და საზოგადოების წარმომადგენლებისგან შემდგარი კომისიის წევრები გამოჰკითხეს, შემდეგ კი - სერია A-ს კლუბების კალათბურთელები და მწვრთნელები.
იტალიური სეზონის MVP, რომელსაც ლეგენდარული იტალიელი კალათბურთელის, დინო მენეგინის სახელობის თასი გადაეცემა, ხვალ, 15 მარტს გამოცხადდება.

შენგელიამ რეგულარულ სეზონში 25 მატჩი ჩაატარა, მისი საშუალო მაჩვენებლები კი ასე გამოიყურება: 23.4 წუთი, 13.8 ქულა, 5.1 მოხსნა, 3.3 პასი.

შეგახსენებთ, რომ "ვირტუს ბოლონიამ" სერია A-ს მეოთხედფინალურ სერიაში უკვე 2 მატჩი მოუგო "ტორტონას" და ნახევარფინალში გასვლამდე ერთი გამარჯვება აშორებს. ქართველმა კალათბურთელმა აღნიშნული შეხვედრები გრიპის ვირუსის გამო გამოტოვა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 2 /
შერმადინზე რატო არაფერი დაწერეთ?ერთი თვე მიდიოდა გამოკითხვა ესპანეთის ჩემპიონატში,მეორე ადგილი დაიკავა,დაგეწერათ სტატია და მოგეწოდებინათ ხალხისთვის ხმა მიეცათ, რთული იყო??
ბექა
00:57 15-05-2024
0
შენგელია ევროლიგის ხუთეულში ვერ მოხვდა?
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული