ბითაძემ და მამუკელაშვილმა შეიძლება კარიერა ევროლიგის გუნდში გააგრძელონ

AutoSharing Option
ბერძნული sportdog-ი იტყობინება, რომ გოგა ბითაძემ (ორლანდო მეჯიქი) და სანდრო მამუკელაშვილმა (სან ანტონიო), რომელთაც თავიანთ კლუბებთან კონტრაქტები უსრულდებათ, არაა გამორიცხული, კარიერა ევროპაში გააგრძელონ.

გამოცემა აღნიშნავს, რომ "პანათინაიკოსი" წარმატებულ სეზონს ატარებს, ევროლიგის ოთხთა ფინალისთვის ემზადება, მომავალი სეზონისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე აქედანვე ზრუნავს და სხვა კალათბურთელებთან ერთად ქართველების სამსახურით დაინტერესდა:

"რა თქმა უნდა, სიაში აშშ-ში მოასპარეზენიც არიან, მაგალითად, ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე. ის ზაფხულში NBA-ს დატოვებს და ამის თაობაზე "მწვანეებმა" კარგად იციან. აგრეთვე, სანდრო მამუკელაშვილი - 24 წლის და 2.06 მეტრი სიმაღლის ცაციას
"მომაკვდინებელი სროლა" აქვს (მე-3 და მე-4 ნომრის პოზიციებზე შეუძლია თამაში) და კლუბთან ხელშეკრულება უმთავრდება. მას G ლიგაშიც უწევდა თამაში.

"პანათინაიკოსი" "მამუთი" (როგორც აშშ-ში უწოდებენ) გასული წლის ზაფხულშიც იყო დაინტერესებული, მაგრამ ევროპაში დაბრუნება არ მოისურვა. წყარო ირწმუნება, რომ დიდი ალბათობით, ეს 2024 წლის ზაფხულში მოხდება. თუ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, ათენურ კლუბს მის ხელში ჩასაგდებად ნებისმიერ შემთხვევაში ევროლიგის გუნდების უმეტესობასთან ბრძოლა მოუწევს, რამეთუ საუბარია ათლეტურ და მოძრავ კალათბურთელზე".

მკითხველის კომენტარები / 13 /
ნეტა გადმოვიდნენ ევროპაში !!!
ნბა რა თქმა უნდა ნბაა,მაგრამ თუ გადმოვლენ ნაკრებში თამაშს ყოველთვის შეძლებენ და აღარ მოწევთ თამაშების გამოტოვება
ადამიანი
21:19 22-05-2024
6
ეს ყველაზე მეტად საქართველოს ნაკრებს აწყობს.ასეთ შემთხვევაში გავალთ ევრობასკეტზე.თორემ ისე ძალიან საეჭვოა.
Master
21:18 22-05-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული