მამუკელაშვილის მორიგი შედეგიანი მატჩი - "სპურსმა" "ჯაზი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პრესეზონის მორიგ მატჩში "სან ანტონიო სპურსმა" "იუტა ჯაზი" 126:120 დაამარცხა და ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო.

"ტეხასელთა" რიგებში სანდრო მამუკელაშვილი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო, ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 17:36 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 2 მოხსნა და 5 შედეგიანი პასი მიითვალა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე კელდონ ჯონსონი გახდა, "სპურსის" მოთამაშემ 20 ქულა, 4 მოხსნა და 2 ასისტი მიითვალა.

"იუტადან" კოლინ სექსტონმა თავი 24 ქულით, 6 მოხსნითა და 8 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.

"სან ანტონიოს" ლიდერს ვიქტორ ვემბანიამას აღნიშნულ შეხვედრაში მონაწილეობა
არ მიუღია.

"სპურსი" მორიგ წინასასეზონო მატჩს 16 ოქტომბერს, "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.

altმამუკელაშვილის "სან ანტონიომ" ბითაძის "ორლანდოს" სძლია

alt18 წუთში 14 ქულა - მამუკელაშვილის კარგი მატჩი "ოკლაჰომასთან" [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული