თორნიკე შენგელიას ორმაგი დუბლი ევროლიგაში | "ვირტუსი" "ჟალგისისთან" ბრძლაში დამარცხდა

AutoSharing Option
ევროლიგის სეზონი წარუმატებლად დაიწყო თორნიკე შენგელიას "ვირტუს ბოლონიასთვის". იტალიურმა კლუბმა კაუნასის "ჟალგირისს" უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში – 68:71 დამარცხდა. ეს გახლდათ მესამე დამარცხება მესამე მატჩში და ამ შედეგით ბოლონიელები ევროლიგის ცხრილის ბოლო, მე-18 საფეხურზე არიან.

თორნიკე შენგელიამ შედეგიანად ითამაშა და ის, რომ ბოლონიელებმა 14-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრეს, ქართველი ფორვარდის დიდი დამსახურებაა. შენგელია ალესანდრო პაიოლასთან ერთად "ვირტუსში" ყველაზე შედეგიანი გახლდათ. თორნიკემ 28:27 წუთი ითამაშა და ორმაგ დუბლს უწია: 11 ქულა, 11 მოხსნა, 2 პასი. მატჩის დასრულებამდე 2 წუთზე ოდნავ მეტი რჩებოდა, შენგელიამ
მე-5 პერსონალურის გამო მოედანი რომ დატოვა და წინ გასული "ვირტუსი" დარჩენილ დროში "ჟალგირისთან" დამარცხდა.

"ჟალგირისის" სამწვრთნელო შტაბში იმყოფებოდა ქართველი მწვრთნელი ანდრია ანთელაძე, რომელმაც ლიეტუვური კარიერა 3 წლის წინ კაუნასელთა ბავშვთა გუნდიდან დაიწყო და დღეს ის უკვე დიდი გუნდის წევრია.

მომდევნო ტურში "ვირტუსი" კიდევ ერთ გუნდს შეხვდება, რომლის სამწვრთნელო შტაბში ქართველი მწვრთნელია – 18 ოქტომბერს ბოლონიელები მონაკოში ამ სახელწოდების გუნდს დაუპირისპირდება, სადაც ეროვნული ნაკრების ასისტენტი მწვრთნელი, მანუჩარ მარკოიშვილი მუშაობს.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული