მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
გუშინ ღამით, "მონაკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საშა ობრადოვიჩთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და მათი თანამშრომლობა დასრულდა, გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად კი მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა.

შეგახსენებთ, მარკოიშვილი "მონაკოში" 2021 წლიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, იქამდე კი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მანუჩარი ასევე საკალათბურთო კლუბ "ტიტების" მთავარი მწვრთნელი იყო.

"მონაკო" ევროლიგაში 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, საფრანგეთის ჩემპიონატში კი 6 მოგებითა და 3 წაგებით მე-5 ადგილზეა.

alt“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ

პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

altმანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

altპირველი ტიტული მწვრთნელის რანგში - მარკოიშვილის "მონაკომ" საფრანგეთის თასი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 10 /
გილოცან მანუჩარ, წარმატებები და გამარჯვებები არ მოგკლებოდეთ საერთოთა. გილოცანთ მთელი ხაშური.
ხაშურსკი
15:45 19-11-2024
0
ფარიკაობას მიაწექი, დამიჯერე. ბობსლეიც გამოგივა.)))))
ანალიტიკოსს
15:35 19-11-2024
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული