მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა

AutoSharing Option
გუშინ ღამით, "მონაკომ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ საშა ობრადოვიჩთან თანამშრომლობის ხელშეკრულება ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა და მათი თანამშრომლობა დასრულდა, გუნდის დროებით მთავარ მწვრთნელად კი მანუჩარ მარკოიშვილი დაინიშნა.

შეგახსენებთ, მარკოიშვილი "მონაკოში" 2021 წლიდან, გუნდის მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოზიციაზე მუშაობდა, იქამდე კი საქართველოს ნაკრებში მწვრთნელის ასისტენტად დაინიშნა, მანუჩარი ასევე საკალათბურთო კლუბ "ტიტების" მთავარი მწვრთნელი იყო.

"მონაკო" ევროლიგაში 6 გამარჯვებითა და 4 მარცხით სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილს იკავებს, საფრანგეთის ჩემპიონატში კი 6 მოგებითა და 3 წაგებით მე-5 ადგილზეა.

alt“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ

პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ

altმანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა

altპირველი ტიტული მწვრთნელის რანგში - მარკოიშვილის "მონაკომ" საფრანგეთის თასი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 10 /
მაგარია! ვულოცავ ჩვენს მანუჩარ მარკოიშვილ ასეთ დიდ წარმატებას!
aburjga
12:09 19-11-2024
0
ვააა მაგარი ამბავია. მიდი მანუჩარ, ისარგებლე ამ პერიოდით. იქნებ ისეთი შედეგები დადო, რომ აღარ იფიქრონ სხვა მწვრთნელის მოყვანაზე. მონაკოს მწვრთნელობა სახუმარო საქმე არ არის.
ფეოლა
11:28 19-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული