მამუკელაშვილის 100-პროცენტიანი შესრულება | "სან ანტონიომ" ზედიზედ მეოთხედ მოიგო

AutoSharing Option
"სან ანტონიო სფურსმა", რომლის ღირსებასაც სანდრო მამუკელაშვილი იცავს, მოგებებს უხშირა. ტეხასურმა გუნდმა რეგულარულ ჩემპიონატში მე-10 მატჩი დღეს მოიგო. ეს გახლდათ "სფურსის" ზედიზედ მე-4 გამარჯვება.

სოლტ ლეიკ სიტიში "სან ანტონიო" "იუტა ჯაზს" შეხვდა და 128:115 დაამარცხა. გამარჯვებაში საკუთარი წილი ქართველმა ფორვარდმაც დაიდო. მამუკელაშვილმა 12 წუთი ითამაშა და 9 ქულა, 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა ისე დააგროვა, ბურთი არც აუცილებია და არც დაუკარგავს. სანდრომ 3 ორქულაინი და 1 სამიანი ზუსტად ისროლა
და მოედანზე ერთადერთი მოთამაშე გახლდათ, რომელსაც ბურთი არ აუცელია.

10 მოგებითა და 8 მარცხით "სან ანტონიო" დასავლეთ კონფერენციაში მე-10 ადგილზე, ანუ პლეი ინის ზონაშია. მომდევნო მატჩს ტეხასელები შინ, 28 ნოემბერს, "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან" გამართავენ.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 1 /
მჯერა, რომ სანდრო მოუმატებს.
სამართალი
18:58 27-11-2024
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული