11:30 02-12-2024
შენგელიას 20 ქულა და 10 მოხსნა "ბრეშასთან" - თოკო ბრწყინვალე ფორმაშია [VIDEO]
AutoSharing Option
"ვირტუსის" შემადგენლობაში საუკეთესო იყო და ორმაგი დუბლიც მიითვალა თორნიკე შენგელიამ. მან 32 წუთში 20 ქულას, 13 მოხსნას, 1 პასს, 1 ჩაჭრას და 1 დაფარებას მოუყარა თავი. თოკომ 9-დან 7 ორქულიანი და 8-დან 6 საჯარიმო გამოიყენა, მან ბურთის ჩაგდება პერიმეტრიდან ოთხჯერ სცადა, თუმცა, უშედეგოდ. აქვე ვიტყვით იმასაც, რომ შენგელიამ ბურთი 5-ჯერ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ 4-ჯერ დაჯარიმდა.
შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა – მასპინძლებმა პირველი მეოთხედი 8 ქულით მოიგეს, მაგრამ დიდ შესვენებამდე "ვირტუსმა" წინ გასვლა 5 ქულით მოახერხა. ბოლო პერიოდამდე ბოლონიელებმა უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდეს, თუმცა, "ბრეშამ" თამაში მაინც გადაარჩინა და საბოლოო ჯამში, 1 ქულით მოიგო.
მასპინძლების მხრიდან საუკეთესო 24 ქულით ჯეისონ ბერნელი იყო, 22 ქულა კი ნიკოლა ივანოვიჩს ჰქონდა.
"ვირტუსს" 7 მოგება და 2 მარცხი აქვს და ამ შედეგით მეორე ადგილს "ტრაპანისთან" და "ბრეშასთან" ერთად იყოფს. მომდევნო ტურში, 8 დეკემბერს შენგელიას გუნდი ოლიმპია "მილანოს" დაუპირისპირდება.
GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
79.00 k
240.00 k
სიახლეები
პოპულარული