"ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში დედასთან ერთად ცხოვრობდა" - რა ისტორიას იხსენებს ქართველი გულშემატკივარი გოგა ბითაძის შესახებ? [PHOTO]

AutoSharing Option
"ორლანდო მეჯიქის" ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში წარმატებულ სეზონს ატარებს. გოგამ "მეჯიქის" ძირითად ხუთეულში თავი დაიმკვიდრა და გუნდის ერთ-ერთი შეუცვლელი მოთამაშეც გახდა.

"იუთუბზე" მის შესახებ ქართველმა გულშემატკივარმა საინტერესო ისტორია გაიხსენა.

"ის ჩემი მეზობელი იყო საქართველოში. ოთახად გადაკეთებულ ავტოფარეხში ცხოვრობდა დედასთან ერთად, ქუჩის სტადიონის გვერდით, რომელსაც ბავშვები ყოველთვის ფეხბურთის სათამაშოდ იყენებდნენ.

ყოველთვის, როცა სტადიონზე მივდიოდი ფეხბურთის სათამაშოდ, ის იქ იყო და გაუჩერებლად, საათობით ისროდა ბურთს გატეხილ კალათბურთის ფარში. ბავშვობიდან ბევრს შრომობდა, თუ ვინმე იმსახურებს წარმატებას კალათბურთში, ეს ის არის,
საოცრად ბედნიერი და ამაყი ვარ მისით" - ქართველი გულშემატკივარი გოგა ბითაძის ისტორიას იხსენებს.

Sportall.Ge

შეგახსენებთ, ბითაძე NBA-ის დრაფტზე 2019 წელს, "ინდიანა პეისერსმა" პირველი რაუნდის მე-18 ნომრად აირჩია, 2023 წელს კი "ორლანდოს" შეუერთდა.

მიმდინარე სეზონში გოგა "მეჯიქის" რიგებში მოედანზე საშუალოდ 24.4 წუთს ატარებს, რა დროშიც 9.6 ქულას, 8.4 მოხსნასა და 2.0 შედეგიან პასს აგროვებს.

altბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
 

მკითხველის კომენტარები / 13 /
კარგია გოგას წარმატება. ამავე დროს ჩვენში არჩეულია პარლამებტი,არჩეულია პრეზიდენტი. 1 მილიონ 100 ათასი კაცის არჩევანს ვცეთ პატივი 800 ათასმა კაცმა და ერთად ვაშენოთ ქვეყანა. გილოცავთ ყველას დამდეგს.მშვიდობა და გაერთიანება საქართველოს.
Რერო
14:19 29-12-2024
54
რერო შე მართლა ორერო, რომელი პრეზიდენტი ამის მერე ზებრას რომ დაგისვამს კალიგულბიძინაა? უსწავლელთა, გაუნათლებელთა, უნამუსოთა ზეობა საქართველოში. მტერი ანადგურებს ჩვენ სამშობლოს მოღალატე მედროვეთა ხელით, კრემლიდან გამოგზავნილი მილიარდებით გაიძვერა ფე-ეს-ბეს გეგმით.
სისხლიანი მოძალადე კაცთმოძულე დესანტური დაჯგუფება ქოცები
18:02 29-12-2024
37

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული