მასპინძლები 17 ქულით მარცხდებოდნენ, თუმცა ჯამალ მოსლის გუნდმა ქამბექი შემოგვთავაზა და ბოლო წამებზე კოულ ენტონის ტყორცნით თამაშის მოგება მოახერხა.
"მეჯიქის" რიგებში გოგა ბითაძემ მორიგი შესანიშნავი მატჩი ჩაატარა, ქართველი ცენტრი ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. გოგამ მოედანზე 33:54 წუთი გაატარა, რა დროშიც 19 ქულა, 11 მოხსნა, 5 შედეგიანი პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა.
"ბრუკლინიდან" ქემ ტომასმა 25 ქულა, 6 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
უნდა აღინიშნოს, რომ "მეჯიქს" ტრავმების გამო გუნდის ლიდერები პაოლო ბანკერო, ფრანც ვაგნერი და მო ვაგნერი ვერ ეხმარებოდნენ.
ამრიგად, "ორლანდო" 20 მოგებითა და 14 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "მეჯიქი" მორიგ შეხვედრას 2 იანვარს, "დეტროიტ პისტონსის" წინააღმდეგ გამართავს.
"ბრუკლინი" 12 გამარჯვებითა და 20 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-12 ადგილზეა, "ნეტსი" 2 იანვარს, "ტორონტო რეპტორსს" დაუპირისპირდება.
ბითაძე მატჩის გმირობასთან ახლოს იყო - "ჰიტმა" "მეჯიქი" ბოლო წამებზე დაამარცხა [VIDEO]
ბითაძე და პორზინგისი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ქართველი მოედნიდან გააძევეს [VIDEO]
ერთ მომენტში 21 ქულით აგებდა.
ძალიან მოუმატა გოგამ და მაგარ ფორმაშია.
გუშინ, ისევე როგორც ბოლო თამაშებში, აშკარად გუნდის ერთერთი ლიდერი იყო !
წარმატებები !