ბითაძის ბრწყინვალე მატჩი - "ორლანდომ" "საკრამენტო" დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "საკრამენტო კინგსი" "ორლანდო მეჯიქთან" 111:130 დამარცხდა.

სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა მოედანზე 22:32 წუთი გაატარა, რა დროშიც 14 ქულა, 7 მოხსნა, 2 შედეგიანი პასი და 2 დაფარება დააგროვა.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ორლანდოს" ერთ-ერთი ლიდერი ფრანც ვაგნერი გახდა, გერმანელმა 26:47 წუთში 31 ქულა, 5 მოხსნა და 3 ასისტი მიითვალა.

"საკრამენტოდან" დომანტას საბონისმა 31:44 წუთში საკუთარ გუნდს 21 ქულა, 13 მოხსნა
და 3 შედეგიანი პასი შესძინა.

ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 25 მოგებითა და 27 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს, ჯამალ მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ მატჩს 7 თებერვალს "დენვერ ნაგეთსის" წინააღმდეგ გამართავს.

alt"ბითაძე "იუტასთან" კვლავ სასტარტოში იყო - "ორლანდო" კვლავ დამარცხდა [VIDEO]

altბითაძე ძირითად ხუთეულში დაბრუნდა - "ორლანდო" "პორტლენდთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 15 /
ძალიან კარგი იყო ამ დილით,ისევ შავჯემალა რომ არა ორმაგსაც შეასრულებდა, მაგრამ უფრო კარგი იქნება ლებრონთან და ლუკასთან ერთად, თუ ამ თავისთავა ეგოისტების გუნდიდან წასვლა მოახერხა!!!
1
გასულ წელს ევროპაში დაბრუნდესო აქ ბევრი წერდა.არადა მე რო ვიცი რა ნადირი ხარ მეცინებოდა.ერთი ორ წელიწადში ყველა ვარსკვლავი უნდა ვითამაშოთ იცოდე.
რემბოევიჩ შაუბერე არ გაჩერდე-დინჯად,კახურად!!!
jordan beli
15:59 06-02-2025
1

სიახლეები პოპულარული