შენგელიას 15 ქულა და "ვირტუსის" გამარჯვება უშუალო კონკურენტ "მილანოსთან"

AutoSharing Option
ნაკრებში, დანიასთან ჩატარებული სუპერმატჩის შემდეგ თორნიკე შენგელიამ იტალიის ჩემპიონატში ითამაშა. მისმა "ვირტუსმა" ბოლონიაში პრინციპულ მეტოქეს, "ოლიმპია მილანოს" უმასპინძლეს და დაძაბულ ბრძოლაში – 86:80 სძლიეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.

"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს 15 მოგებით და 5 წაგებით "ტრენტოსა" და "ბრეშასთან" ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 10 მარტს, სწორედ "ტრენტოს" წინააღმდეგ ითამაშებს.

GBF
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული