
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შედეგიანი მატჩი ჩაატარა – 19 წუთში 15 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. შენგელიამ 6-დან 4 ორქულიანი და 10-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 3-ქულიანი არ უსვრია.
"ვირტუს ბოლონია" სერია A-ს 15 მოგებით და 5 წაგებით "ტრენტოსა" და "ბრეშასთან" ერთად ლიდერობს, მომდევნო ტურში კი, 10 მარტს, სწორედ "ტრენტოს" წინააღმდეგ ითამაშებს.
GBF