ბოგუტი "ლეიკერსში" გადავიდა

AutoSharing Option
ვეტერანმა ავსტრალიელმა ცენტრმა ენდრიუ ბოგუტმა, რომელიც ამ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა, კონტრაქტი გააფორმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსთან", - წერია ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის ოფიციალურ ვებგვერდზე. ხელშეკრულება ერთწლიანია და ბოგუტი ვეტერანის მინიმალურ ჯამაგირს მიიღებს.

"ლეიკერსი" ავსტრალიელისთვის მეხუთე კლუბი იქნება NBA-ში. მანამდე ის "მილუოკიში", "გოლდენ სტეიტში", "დალასსა" და "კლივლენდში" თამაშობდა, თუმცა, შარშან, ამ გუნდში მხოლოდ ერთი წუთი ითამაშა - მუხლის ტრავმა მიიღო და სეზონი ნაადრევად დაასრულა.
"ლეიკერსის" გარდა, 32 წლის ვეტერანის გაფორმებით დაინტერესებული იყო - "ბოსტონი", "სან ანტონიო", "იუტა" და "მილუოკი".

(იბეჭდება მცირე
ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული