ვეტერანი მცველი დუეინ უეიდი "ჩიკაგო ბულზს" დატოვებს. კალათბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას საკუთარი კონტრაქტის გამოსყიდვაზე მოელაპარაკა, - წერს ESPN. წყაროს ცნობით, უეიდი დათანხმდა - "ჩიკაგოსთვის" დაეთმო თავისი ხელფასის (23.8 მილიონი) ნაწილი, კერძოდ, 8 მილიონი დოლარი.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ 35 წლის უეიდი, შესაძლოა, "მაიამიში" დაბრუნდეს - თუ სათადარიგო მოთამაშის როლს დათანხმდება. მცველის ანგარიშზე გასულ რეგულარულ ჩემპიონატში 60 მატჩი იყო და საშუალოდ, მოედანზე 29.9 წუთს ატარებდა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"