NBA. მატჩები: უესტბრუკმა პირველივე მატჩში სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
20 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

ვარსკვლავებით გაძლიერებულმა "ოკლაჰომა თანდერმა" "ნიუ იორკ ნიქსი" მიიღო.

შთამბეჭდავია რასელ უესტბრუკის მონაგარი, რომელმაც პირველივე შეხვედრაში სამმაგი დუბლი გაიფორმა. გასული სეზონის რეგულარული ჩემპიონატის MVP-მ "ნიქსთან" 20 ქულა, 16 პასი, 10 მოხსნა მოაგროვა, მაგრამ ბურთი 7-ჯერ დაკარგა.

შეხვედრაში ყველაზე მეტი 31 ქულა კრისტაპ პორზინგისმა ჩააგდო და ასევე ბურთი 12-ჯერ მოხსნა, თუმცა ამან მის გუნდს ვერ უშველა, რადგან მისგან განსხვავებით უესტრბრუკს მხარი თანაგუნდელებმა აუბეს.

პოლ ჯორჯმა 28 ქულა შესძინა "თანდერს", ხოლო კარმელო ენტონიმ 22 ქულა.

"ლოს ანჯელეს ლეიკერსმა" "კლიპერსს" უმასპინძლა. პოპულარულმა და ნაქებმა ახალწვეულმა ლონზო ბოლმა კი მხოლოდ 3 ქულის ჩაგდება შეძლო.

მატჩში ორი ორმაგი დუბლი დაფიქსირდა და ორივე "კლიპერსის" მხარეს. ბლეიკ გრიფინმა ყველაზე მეტი 29 ქულა ჩააგდო, რასაც 12 მოხსნა მიამატა, ხოლო დეანდრე ჯორდანმა ბურთი 24-ჯერ (!) მოხსნა და ასევე 14 ქულა ჩაიწერა აქტივში.

დღის მესამე შეხვედრაში "ტორონტომ" შინ "ჩიკაგო ბულსი" ანგარიშით 117:100 დაამარცხა.

NBA. 20 ოქტომბერი

ოკლაჰომა-ნიუ იორკი 105:84
ლეიკერი-კლიპერსი 92:108
ტორონტო-ჩიკაგო 117:100
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული