NBA. მატჩები: კაზინსის 41 ქულა, გრიფინის გამარჯვების სამქულიანი [VIDEO]

AutoSharing Option
27 ოქტომბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

"ნიუ ორლეანსმა" სტუმრად "საკრამენტო კინგსი" დაამარცხა, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის "კინგსის" ყოფილ ცენტრ დემარკუს კაზინს, რომელმაც თავის ყოფილ გუნდს 41 ქულა ჩაუგო, რასაც 23 მოხსნა მიამატა.

"ლოს ანჯელეს კლიპერსმა" სტუმრად "პორტლენდი" ბლეიკ გრიფინის წყალობით დაამარცხა. გრიფინმა 103:101 გამარჯვების სამქულიანი ისროლა. საბოლოოდ მის ანგარიშზე 25 ქულა დაგროვდა.

ასევე სტუმრად მოიპოვა გამარჯვება "ბოსტონ სელტიქსმა", რომელმაც "მილუოკი" დაამარცხა. მასპინძლებს ვერც გუნდის ლიდერის, ბერძენი იანის ატეტოკუმბოს გარჯამ უშველა, რომელმაც 28 ქულა, 10 მოხსნა და 7 პასი
მოაგროვა.

ელ ჰორფოდმა (27) და კაირი ირვინგმა (24) კი ჯამში 51 ქულა ჩააგდეს.

დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

საკრამენტო-ნიუ ორლეანი 106:114 (იხილეთ ვიდეო)
პორტლენდი-კლიპერსი 103:104 (იხილეთ ვიდეო)
ჩიკაგო-ატლანტა 91:86
მემფისი-დალასი 96:91
მილუოკი-ბოსტონი 89:96 (იხილეთ ვიდეო)
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული