NBA-ს 6 ცნობილი მოთამაშე, რომლებიც ახალ კლუბებს ვერ შეეწყვნენ

AutoSharing Option
სეზონებს შორის პაუზისას, ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი ტრანსფერი განხორციელდა და ბევრმა მაღალი დონის მოთამაშემ შეიცვალა კლუბი.

დაიწყო ახალი სეზონი და ზოგიერთი ახალწვეული ვერ ახდენს ახალ გუნდში იმ ეფექტს, როგორსაც ელოდნენ.

ვებგვერდ 12up-ის მიმომხილველებმა გამოარჩიეს ექვსი მოთამაშე, რომლებიც ჯერ ვერ შეეწყვნენ თავიანთ ახალ გუნდებს.

6. პოლ მილსეპი
Sportall.Ge

"დენვერის" მიერ პოლ მილსეპის შეძენამ ფანებში აღფრთოვანება გამოიწვია - გაჩნდა ელიტური წინა ხაზის (მილსეპი-იოკიჩი) შექმნის შესაძლებლობა. ამის ნაცვლად კი პოლი მხოლოდ 0.8 შედეგიან გადაცემას ასრულებს მატჩში და პრაქტიკულად, უსარგებლოა დაცვაში ამგვარი
სტატისტიკური მონაცემებით - 0.4 დაფარება და 0.4 ჩაჭრა.

მოპოვებული ქულების მაჩვენებელიც ჯერჯერობით შთამბეჭდავი არ არის. რა თქმა უნდა, პოლს შეუძლია უახლოეს მომავალში გაზარდოს თავისი შედეგიანობა და სხვა პარამეტრებშიც მოუმატოს, მაგრამ ფაქტია, რომ მან ჯერ ვერ შეძლო ახალ გუნდში ადაპტირება.

5. ეივერი ბრედლი
Sportall.Ge

ეივერი ბრედლი ცნობილია, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო დამცველი. გასულ სეზონში, თამაშში 6.1 მოხსნა ჰქონდა, რაც შემტევი მცველისთვის შთამბეჭდავი მაჩვენებელია. იმის გამო, რომ "დეტროიტში" თამაშობს "მონსტრი" ანდრე დრამონდი, ბრედლის მოხსნების მაჩვენებელი 3.2-მდე დავიდა.

უფრო მეტიც, ეივერის თვისებები დაცვაში ნაკლებად ვლინდება, რადგან NBAMATH-ის თანახმად, 26 წლის მოთამაშეს 5.83 დაცვითი რეიტინგი გააჩნია. ბრედლის ჯერ ისევ შეუძლია ქულების ეფექტურად დაგროვება, მაგრამ "დეტროიტში" არ ვლინდება მისი მთავარი თვისება - დაცვაში უპირატესობა.

4. ჯორჯ ჰილი
Sportall.Ge

დღეისთვის, ჯორჯ ჰილი "საკრამენტოში" აგებს კონკურენციას ახალბედა დეარონ ფოქსთან. ეს გასაკვირი არ არის იმის გათვალისწინებით, რა როლისთვისაც აიყვანეს ჰილი გუნდში.

მიუხედავად ამისა, ის მოედანზე 28 წუთს ატარებს და ამ დროის განმავლობაში 9.8 ქულა და ეფექტურობის რეიტინგი - 11.09 მიუღებელი რიცხვებია.

ჯორჯი "კინგზმა" იმის გამო გაიფორმა, რომ მოემზადებინა ფოქსი გუნდის მთავარ გამთამაშებლად. სინამდვილეში კი ისე გამოდის, რომ დებიუტანტმა ჰილის როლი უფრო შეზღუდა და არ სჭირდება მისი დარიგებები.

3. პოლ ჯორჯი
Sportall.Ge

როგორც ჩანს, რასელ უესტბრუკმა და კარმელო ენტონიმ ეფექტური წყვილი შექმნეს "ოკლაჰომაში", ამ დროს კი პოლ ჯორჯი მთელი ძალით ცდილობს, იპოვოს საკუთარი ადგილი გუნდში. დაცვის მხრივ ის გააქტიურდა შარშანდელ სეზონთან შედარებით და საშუალოდ მატჩში 2.7 ჩაჭრას აგროვებს, თუმცა, რთული სათქმელია, ეს მაჩვენებელი დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება თუ არა.

სეზონის სტარტზე ჯორჯი თითქმის შეუმჩნეველი იყო "ოკლაჰომას" მატჩებში და აშკარად უესტბრუკისა და ენტონის ჩრდილში მოექცა. ალბათ, მხოლოდ დროის საკითხია ჯორჯის ჩავარდნა და ის მალე "თანდერში" ჩვეულ დონეზე ათამაშდება, მაგრამ ჯერჯერობით, ჩამორჩება ეფექტურობის რეიტინგით არა მხოლოდ უესტბრუკსა და ენტონის, არამედ ცენტრ სტივენ ადამსს.

2. ტიმ ჰარდუეი
Sportall.Ge

"ნიუ იორკის" ყველაზე დიდმა წინასასეზონო ინვესტიციამ, ჯერჯერობით, აბსოლუტურად არ გაამართლა. ჰარდუეიმ საშინლად ჩაატარა "ნიქსში" პირველი ოთხი მატჩი - მას თამაშში სროლა უფრო მეტი ჰქონდა, ვიდრე დაგროვილი ქულა.

25 წლის მცველს ოთხწლიანი და 71-მილიონიანი კონტრაქტი აქვს. ამასთან, 12.25 ტყორცნას ასრულებს და მხოლოდ 9.8 ქულას აგროვებს. თამაშიდან სროლის სიზუსტე 26.5 ქულას უდრის, სამქულიანებს კი 22 პროცენტის სიზუსტით ასრულებს.

1. დუეინ უეიდი
Sportall.Ge

უეიდის "კლივლენდში" გადასვლა ბოლო დიდი გარიგება იყო ახალი სეზონის წინ, მაგრამ, როგორც ჩანს, "კავალიერზისთვის" ვეტერანი ვარსკვლავის გაფორმებას სარგებლობა არ მოაქვს.

35 წლის მოთამაშისგან მხოლოდ სახელია დარჩენილი და ამას უეიდი თავად ხვდება. ამიტომაც მოითხოვა პირველი ოთხი მატჩის შემდეგ სასტარტოდან სათადარიგოთა სკამზე გადაყვანა.

უეიდი ყველა სტატისტიკურ კატეგორიაში კარიერულ მინიმუმს აჩვენებს და აგებს კონკურენციას ჯეი არ სმიტთან. არასასიამოვნოა ამის თქმა, მაგრამ უეიდის ტრანსფერი არ ამართლებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული