29 000 ქულაზე მეტი - ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში მე-7 გახდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"კლივლენდ კავალიერსის" ფორვარდი ლებრონ ჯეიმსი NBA-ს ისტორიაში გახდა მე-7 კალათბურთელი, რომელმაც 29 ათასი ქულა დააგროვა.

გარდა ამისა ლებრონი ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშეა, რომელმაც ამ ნიშნულს მიაღწია.

ადრე ეს მიღწევა კობი ბრაიანტს ეკუთვნოდა, რომელმაც მსგავსს მაჩვენებელს 33 წლის ასაკში მიაღწია.

"კავალიერსის" 32 წლის ლიდერმა 4 ნოემბერს "ვაშინგტონ უიზარდსთან" (130:122) შეხვედრაში 57 ქულა მიითვალა.

კობი ბრაიანტსა და ლებრონ ჯეიმსის გარდა 29 000-ქულიანი ზღვარს გადააცილეს: კარლ მელოუნმა, მაიკლ ჯორდანმა, უილტ ჩემბერლენმა, დირკ ნოვიცკიმ და კარიმ აბდულ-ჯაბარმა.

სულ ჯეიმსის ანგარიშზე 29 049 ქულაა. ლიდერ კი
აბდულ ჯაბარია 38 387 ქულით.

მომზადებულია The Score-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული