კევინ დურანტმა "შარლოტთან" მატჩში კარიერის მე-9 სამმაგი დუბლი გაიფორმა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
NBA-ს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში "გოლდენ სტეიტ უორიორსის" ერთ-ერთმა ლიდერმა კევინ დურანტმა "შარლოტ ჰორნეტსის" წინააღმდეგ სამმაგი დუბლი შეასრულა.

დურანტიმა გუნდს 35 ქულა, 11 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემა მოუტანა. მატჩი NBA-ს მოქმედი ჩემპიონის გამარჯვებით, 101:87 დასრულდა.


დურანტმა ამ სეზონში პირველი სამმაგი დუბლი გაიფორმა, კარიერაში კი ამერიკელი ფორვარდის ანგარიშზე 9 სამმაგი დუბლია.

მიმდინარე სეზონში 2017 წლის NBA-ს ფინალების MVP-ს საშუალო მონაგარი 25.1 ქულას, 6.6 მოხსნასა და 5.2 შედეგიან გადაცემას შეადგენს.

აღსანიშნავია,
რომ ტრავმის გამო "უორიორსს" სტეფ კარი ვერ ეხმარება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული