NBA. მატჩები: ზაზამ ვერ ითამაშა, "უორიორსმა" მოიგო, "ინდიანამ" "კლივლენდის" სერია შეწყვიტა [VIDEO]

AutoSharing Option
9 დეკემბერს NBA-ს რეგულარული ჩემპიონატის მორიგი მატჩები გაიმართა.

"გოლდენ სტეიტის" ქართველმა ცენტრმა ზაზა ფაჩულიამ მარცხენა მხრის ტრავმის გამო "დეტროიტთან" მატჩი გამოტოვა. როდის დაბრუნდება ქართველი კალათბურთელი ჯერჯეობით უცნობია.

"უორიორსმა" კი კევინ დურანტის ლიდერობით "დეტროიტი" ანგარიშით 102:98 დაამარცხა. ეს "გოლდენ სტეიტისთვის" ზედიზედ მე-6 გამარჯვება გახდა. დურანტმა 36 ქულა, 10 მოხსნა, 7 პასი და 5 ბლოკი მოაგროვა. კლეი ტომსპონმა 21 ქულა ჩააგდო. ზაზას არ ყოფნაში სასტარტო ხუთეულში ჯავალ მაკგიმ დაიკავა და 14 წუთში 2 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.

გოლდენ სტეიტი 98:102

21 გამარჯვებით ოკლენდელები დასავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზე არიან. მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 12 დეკემბერს შინ ჩვენი დროით 07:30 საათზე "პორტლენდთან" გამართავს.

რაც შეეხება სხვა მატჩებს, "ინდიანამ" "კლივლენდის" 13-მატჩიანი მოგებათა სერია შეწყვიტა. "პეისერს" 33 ქულით ოვლადიპომ ულიდერა. "ინდიანამ" "კავალიერსი" 106:102 დაამარცხა.


"ბოსტონს" კაირი ირვინგის 36-მა ქულამ ვერ უშველა. "სან ანტონიომ" "სელტიქსი" 105:102 დაამარცხა. მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე მანუ ჯინობილიმ სამქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს გამარჯვება მოუტანა. 


დღის სხვა მატჩები ასე დასრულდა:

მემფისი-ტორონტო 107:116
მილუოკი-დალასი 109:102
ნიუ ორლეანი-საკრამენტო 109 : 116
შარლოტი-ჩიკაგო 111:119
ორლანდო-დენვერი 89:103
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული