მოქმედმა ჩემპიონმა "გოლდენ სტეიტმა" "კლივლენდს" კვლავ ზაზა ფაჩულიას გარეშე მოუგო. ქართველ ცენტრს თითქმის ერთი თვეა არ უთამაშია, მას კვლავ ტრავმა აწუხებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა ასევე გამოტოვა "უორიორსის" ლიდერმა სტეფ კარიმაც.
მათმა კლუბმა კი მეტოქე 7-ქულიანი სხვაობით, 99:92 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე "კლივლენდელი" კევინ ლავი იყო, რომელმაც პარკეტზე გატარებულ 35:22 წუთში თავი 31 ქულას მოუყარა.
ზედიზედ
მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი სტუმართა მოთამაშე ბრედლი ბილი იყო, რომელმაც 39:51 წუთში თავი 25 ქულას, 2 ასისტსა და 8 დაფარებას მოუყარა.
რასელ უესტბრუკისა და ჯეიმს ჰარდენის დაპირისპირებად შეგვიძლია მოვნათლოთ "ოკლაჰომასა" და "ჰიუსტონის" შეხვედრა.
"ბაბუაწვერას" გუნდი გასვლით შეხვედრაში 5-ქულიანი სხვაობით, 107:112 დამარცხდა.
"ოკლაჰომასთვის" ეს ზედიზედ მე-5 გამარჯვება აღმოჩნდა.
უესტრბურკმა თავი 31 ქულას, 11 ასისტსა და 6 დაფარებას მოუყარა.
ჰარდენის ანგარიშზე კი 29 ქულა, 14 ასისტი და 8 დაფარება დაფიქსირდა.
დღეს, გამთენიისას გამართულ კიდევ ერთ შეხვედრაში, "ლეიკერსი" საკუთარ დარბაზში "მინესოტასთან" 104:121 დამარცხდა.