"გოლდენ სტეიტი": პლუს სტეფ კარი, მინუს დრეიმონდ გრინი

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ბანაკში რამდენიმე ახალი ამბავია.

"უორიორსის" ლიდერი სტეფ კარი შესაძლოა, პარკეტს უკვე "ატლანტასთან" მატჩისთვის დაუბრუნდეს, რომელიც 24 მარტს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ კარიმ ტრავმის გამო 5 შეხვედრა უკვე გამოტოვა.

ხოლო ოკლენდელების მთავარი დამცველი დრეიმონდ გრინი შესაძლოა "ატლანტასთან" ვერ ვიხილოთ.

გრინი "სან ანტონიოსთან" მატჩში დენი გრინს შეეჯახა, რის შემდეგაც პარკეტი მეორე მეოთხედში დატოვა და შეხვედრა ვეღარ გააგრძელა.

"უორიორსმა" კი "სპურსთან" სტუმრად ანგარიშით 75:89 წააგო. რენტგენმა გრინს სერიოზული არაფერი დაუდგინა, თუმცა მისი მონაწილეობა მომდევნო მატჩში საეჭვოა.

შეგახსენებთ, რომ "გოლდენ სტეიტს" ტრავმების გამო
ვერ ეხმარებიან: კევინ დურანტი, კლეი ტომპსონი და ომრი კასპი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
საინტერესოა,როდის ჩააგდო გოლდენ სტეიტმა უკანასკნელად ამდენი ან უფრო ნაკლები ქულა?
სოსო
16:42 20-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული