"ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბატონი კოკოშკოვი არიზონაში დავაბრუნეთ.
მას ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ძალიან წაგვადგება", - აღნიშნა "სანსის" გენერალურმა მენეჯერმა რაიან მაკდონუჰმა.
კოკოშკოვი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა და NBA-ს გუნდი ჩაიბარა.
სერბი სპეციალისტი "ფინიქსში" მწვრთნელის ასისტენტად 2008-13 წლებში უკვე მუშაობდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კი 2000 წლიდან მოღვაწეობს.
კოკოშკოვმა 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო. ის 2008-15 წლებში საქართველოს