ოფიციალურად: იგორ კოკოშკოვი "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა და NBA-ს ისტორია გადაწერა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ყოფილი დამრიგებელი იგორ კოკოშკოვი NBA-ს ბინადარი კლუბის, "ფინიქს სანსის" მწვრთნელი გახდა.

"ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ბატონი კოკოშკოვი არიზონაში დავაბრუნეთ.

მას ძალიან დიდი სამწვრთნელო გამოცდილება აქვს, რაც ჩვენ ძალიან წაგვადგება", - აღნიშნა "სანსის" გენერალურმა მენეჯერმა რაიან მაკდონუჰმა.

კოკოშკოვი გახდა პირველი მწვრთნელი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის გარეთ დაიბადა და NBA-ს გუნდი ჩაიბარა.

სერბი სპეციალისტი "ფინიქსში" მწვრთნელის ასისტენტად 2008-13 წლებში უკვე მუშაობდა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში კი 2000 წლიდან მოღვაწეობს.

კოკოშკოვმა 2017 წელს სლოვენიის ნაკრებთან ერთად ევრობასკეტი მოიგო. ის 2008-15 წლებში საქართველოს
ნაკრებსაც ავარჯიშებდა, რომელიც ევრობასკეტზე სამჯერ გაიყვანა.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან გაგვიმართლა, რომ იგორ კოკოშკოვი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი იყო, ნამდვილად ძალიან მაღალი დონის სპეციალისტია და კარიერაში კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებ!
გულშემატკივარი
10:45 03-05-2018
0
ქართული კალათბურთის გულშემატკივარს, მე და დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრსაც ყოველთვის გაეხარდება იგორის წარმატებები და მისი გულშემატკივარი იქნება, თუ რატომ, ამას მგონი ახსნა არ სჭირდება
llcl
11:11 03-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული