"კლივლენდ კავალიერსმა" სერიის მეოთხე მატჩში "ტორონტო" ანგარიშით 128:93 დაამარცხა. ამ გამარჯვებით "კავალიერსმა" სერია 4:0 მოიგო და მიმდინარე სეზონში პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ნახევარფინალური სტადიის საგზური მოიპოვა.
მასპინძლებს, ტრადიციულად, ლებრონ ჯეიმსმა ულიდერა, რომელმაც 29 ქულა, 11 პასი და 8 მოხსნა მიითვალა. კევინ ლავმა კი 23 ქულა ჩააგდო.
აღსანიშნავია, რომ "ტორონტო" ბოლო 49 წლის განმავლობაში კონფერენციის გამარჯვებული პირველი გუნდი გახდა, რომელმაც სერია მშრალად წააგო.
"კლივლენდის" შემდეგი მეტოქე "ბოსტონ სელტიქსსა"
დღეს "ფილადელფიამ" "ბოსტონს" ანგარიშით 103:92 სძლია და სერიაში ანგარიში 1:3 გახადა.