"გოლდენ სტეიტს" "ჰიუსტონთან" მე-5 მატჩში შესაძლოა ძირითადის 2 მოთამაშე დააკლდეს

AutoSharing Option
"გოლდენ სტეიტის" ოფიციალური დასკვნის მიხედვით, შესაძლოა, გუნდის კალათბურთელებმა კლეი ტომპსონმა და ანდრე იგუდალამ "ჰიუსტონთან" სერიის მე-5 მატჩში ვერ ითამაშონ. ამის შესახებ ინფორმაციას ESPN.com-ი ავრცელებს.

ტომპსონმა მარცხენა მუხლი სერიის მეოთხე მატჩში დაიზიანა, ხოლო იგუდალამ ეს შეხვედრა მარცხენა ფეხის დაზიანების გამო გამოტოვა.

მეოთხე მატჩში წაგების შემდეგ "უორიორსსა" და "როკეტსს" შორის ანგარიში 2:2 გახდა.

მეხუთე მატჩი 25 მაისს, ჩვენი დროით 05:00 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხლა მაიც არ გამოყვანს ზაზას ..დარწმუნებული ვარ ზაზას გუნდური თამაშიტთ ესნი ჰიუსტონს დამარცხებენ თუ არადა ისე წაგენებ ეხლა ხვალნდელ თამაშს როგორც 2ჯერ ორი ოთხია..ზაზას ტაქტიკური გუნდური თამაშით შარშან უკეტესი შედეგიც ქონდათ მთელი პლეიოფის თამაში 1 წაგება ქონდათ 15 მოიგეს და ერთი წაგეს მარტო და მაშინ ყველა ამბობდა რო ზაზას და მაგის დამსახურება იყო რო ასეთი შედეგით ნბაში ჯორდანის ჩიკაგოს მერე არავის გაუკეთებია და ეხლა კი ზაზაც და მაგიც ორივე სკამზე უზის და შედეგიც სახეზეა უკვე საეჭვოა საერთოდ გავა ფინალშიც.. სტივ კერის რაგაც უცნაური გაყიდული მაჩების სუნი უფრო ასდის ვიდრე რეაური შესაზლებლობები გოლდენის მხრიდან.. ისე რა გასაკვირია აფერისტების დედაქვეყანაა ...
reali
16:11 24-05-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული