ერიკ გორდონი: კრის პოლი რომ გვყოლოდა, სერიას მოვიგებდით

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" მცველი ერიკ გორდონი დარწმუნებულია, რომ ტეხასური გუნდი ფინალში გავიდოდა, გუნდთან ერთად ბოლო მატჩში კრის პოლი რომ ყოფილიყო.

შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას ზაზა ფაჩულიას "გოლდენ სტეიტმა" სერიის მე-7 მატჩში "ჰიუსტონი" სტუმრად დაამარცხა და სერიაში 4:3 მოიგო, რითაც NBA-ს ფინალის საგზური მოიპოვა.

altზაზა ფაჩულია ზედიზედ მეორედ NBA-ს ფინალში! - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონი" ჩამოიტოვა [VIDEO]


კრის პოლმა ტრავმის გამო ბოლო ორი მატჩი გამოტოვა.

"ყველაზე საწყენი ის არის, რომ ამ სერიას მოვიგებდით, ერთი ფლეიმეიკერი რომ გვყოლოდა. ამის შესახებ ვიცით. კრისი რომ გვყოლოდა,
მოედანზე რომ გამოსულიყო, ფინალში ჩვენ გავიდოდით. ეს ძალიან რთულია", - ციტირებს გორდონის სიტყვებს ESPN.com-ი.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბებიას რომ "ის" ქონოდა, ბაბუა იქნებოდაო.
გოგა
18:00 01-06-2018
0
ხო და კრის პოლის გადრა კიდევ ლებრონი რო ყოლოდა ან დურანტი უეჩველი მოიგებდნენ ჩემპიონობას... ასეთია ძმაო ჰარდენი და კრის პოლი ფინალს ნატრობენ და ისე ისე შეიზლება წავიდნენ ნბადან რომ ვერ ეღირსონ ფინალს და ჩემპიონობას და ზაზა კი მეორედ გახდება ნბას ცემპიონი ბედის ირონიაა არა...?? ჰარდენი, კრის პოლი, ვესდბრუკი, პოლ ჯორჯი, ენტონი დევისი, კაზინსი და ასეთი ლეგენდარული მოთამაშები ჯერ ფინალზეც ვერ მისულან ზაზა კი მეორეჯერ ხდება ჩემპიონი .. მთლად თამაშის ხარისხზეც არა წარმატება ცოტა ჭკუაც უნდა გკონდეს
reali
18:20 31-05-2018
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული