13:37 13-06-2018
იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი
AutoSharing Option
ESPN.com-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ორგანიზებულ ღონისძიებას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.
"ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საჩემპიონო აღლუმს გავმართავდით, ორ და სამ საჩემპიონო მსვლელობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთვისაა!", - განაცხადა სტეფ კარიმ.
აღსანიშნავია, რომ აღლუმის დროს ლებრონ ჯეიმსსაც კი დასცინეს. კოლონაში მიმავალ გოლფის მანქანას წინ დამწუხრებული ლებრონ ჯეიმსის ფოტო მიაწებეს.
"უორიორსის" კალათბურთელი ნიკი იანგი კი საჩემპიონო აღლუმზე სულაც ხალათით მივიდა.
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კი აღლუმზე მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან და შიო ხეცურიანთან ერთად იმყოფებოდა.
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.
მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
აბა სხვა მეტი კი არაფერი მომხდარა ჩვენ გვიყვარს პატივს ვცემთ ვეხმარებოდით და ევროპაზე ზუსტად ხეცურიანმა და ფაჩულიამ აურიეს სიტუაციაა სიმართლეს რატოო არავინ ამბობს
1
6
ანუ ძმაკაცს "კრიშავდა" ფეხბურთის ფედერაციის არჩევნებზე?! მე კი მეგონა მართლა ქართული კალათბურთის ბედი აღელვებდა. მოკლედ ამ ქვეყანას არაფერი არ ეშველება.
3
6
თარიღის მიხედვით
მოწონებების მიხედვით
მკითხველის კომენტარი (2)
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული