ESPN.com-ის ინფორმაციით, ქალაქის ცენტრში ორგანიზებულ ღონისძიებას ასიათასობით ადამიანი დაესწრო.
"ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ საჩემპიონო აღლუმს გავმართავდით, ორ და სამ საჩემპიონო მსვლელობაზე ხომ საერთოდ ზედმეტია საუბარი. მაგრამ ეს ყველაფერი თქვენთვისაა!", - განაცხადა სტეფ კარიმ.
აღსანიშნავია, რომ აღლუმის დროს ლებრონ ჯეიმსსაც კი დასცინეს. კოლონაში მიმავალ გოლფის მანქანას წინ დამწუხრებული ლებრონ ჯეიმსის ფოტო მიაწებეს.
![იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი Sportall.Ge](/images/new_photo/2018/JUN1-15/06/lebron-james-34636.jpg)
"უორიორსის" კალათბურთელი ნიკი იანგი კი საჩემპიონო აღლუმზე სულაც ხალათით მივიდა.
"გოლდენ სტეიტის" ქართველი ცენტრი ზაზა ფაჩულია კი აღლუმზე მეუღლესთან, თიკა ალავიძესთან და შიო ხეცურიანთან ერთად იმყოფებოდა.
![იანგი ხალათით, ლებრონის დაცინვა და შიო ხეცურიანი - "გოლდენ სტეიტის" საჩემპიონო აღლუმი Sportall.Ge](/images/new_photo/2018/JUN1-15/06/zaza-pachulia-shio-khetsuriani-tika-alavidze-346346.jpg)
შეგახსენებთ, რომ ფაჩულია ზედიზედ მეორედ გახდა NBA-ს ჩემპიონი.