
Klutch Sports Group-ის ოფიციალური განცხადებით, ლებრონი კლუბთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, რომლის მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში 154 მლნ დოლარს მიიღებს.
ჯეიმსი NBA-ს სამგზის ჩემპიონია. მან ეს ტიტული "მაიამისა" და "კლივლენდში" მოიგო.
ESPN News-ის ჟურნალისტმა ბრაიან უინდჰორსტმა განაცხადა, რომ ჯეიმსმა გადაწყვეტილება რამდენიმე დღის წინ მიიღო, ხოლო "ფილადელფიის" წარმომადგენლებთან შეხვედრა მხოლოდ ზრდილობის ჟესტი იყო.
გარდა ამისა, "ლეიკერსის" კალათბურთელი გახდება ჯაველ მაკგი, რომელმაც NBA-ს ჩემპიონობა ორჯერ "გოლდენ სტეიტის" რიგებში მოიგო.
ლებრონ ჯეიმსი: შვილთან ერთად თამაში NBA-ში ჩემი
ყველაზე დიდი მიღწევა იქნება