ჯონ ლუკასი: NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40%-ს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს

AutoSharing Option
"ჰიუსტონ როკეტსის" ასისტენტმა ჯონ ლუკასმა განაცხადა, რომ NBA-ში ფსიქოლოგიური პრობლემები საკმაოდ ხშირია.

მისი თქმით, "კლივლენდ კავალიერსის" კალათბურთელი კევინ ლავი, რომელმაც ამის შესახებ ისაუბრა, ერთადერთი არაა და ლიგაში ამის ნამდვილი ეპიდემიაა.

"კევინი ასეთი მარტო არ არის. NBA-ს კალათბურთელების დაახლოებით 40 პროცენტს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს, 5 პროცენტი კი დახმარებას ითხოვს.

მსგავსი პრობლემები, შესაძლოა, ალკოჰოლიზმით და ნარკოტიკული დამოკიდებულებით დასრულდეს. ეს ნამდვილი ეპიდემიაა ჩვენს ლიგაში. ყველაფერზე ვამბობ: ყურადღების დეფიციტის სინდრომზე, ჰიპერაქტიურობაზე, ბიპოლარულ აშლილობასა
და დეპრესიაზე", - ციტირებს ლუკას ESPN.com-ი.

თავად ლუკას კი ადრე ალკოჰოლური და ნარკოტიკული დამოკიდებულება ჰქონდა.

2018 წელს კევინ ლავმა და დემარ დეროზანმა პანიკური შეტევებისა და დეპრესიის შესახებ აღიარეს, რის შემდეგაც კალათბურთელების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას უფრო მეტი დრო დაეთმო.

"კავალიერსის" ფორვარდმა კევინ ლავმა დეტალურად ისაუბრა პანიკური შეტევის შესახებ, რომელიც 5 ნოემბერს, მატჩისას დაემართა.

"იყო მომენტი, როცა მეგონა, რომ მოვკვდებოდი. ასეთი რამე არასდროს მიგრძნია. მეგონა, რომ გულის შეტევა მქონდა. გული გიჟივით მიცემდა, დავრბოდი და რაღაცის პოვნას ვცდილობდი. სუნთქვა მჭირდებოდა. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ნახევრად გულწასულ მდგომარეობაში პარკეტზე ვიწექი, ხელი ყელზე მოვიკიდე და რაღაცსთ ამოღებას ვცდილობდი, მაგრამ იქ არაფერი იყო.

ჩვენს მწვრთნელს, სტივ სპიროს შეეშინდა, როცა დამინახა. მახსოვს, როგორ ყვიროდა ჩემს სახელს", - თქვა ლავმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული