გორდონ ჰეივორდი მძიმე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა და 10 ქულა ჩააგდო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ბოსტონ სელტიქსის" ფორვარდმა გორდონ ჰეივორდმა, რომელმაც 2017/18 წლების სეზონის პირველ მატჩში ფეხი მოიტეხა, ტრავმა მოიშუშა და პირველად ითამაშა.

29 სექტემბერს "ბოსტონმა" წინა სასეზონო მატჩში სტუმრად "შარლოტს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 97:104 დამარცხდა.

ჰეივორდმა 23 წუთი ითამაშა და ამ ხნის განმავლობაში 10 ქულა და 3 მოხსნა მოაგროვა.

"ჩემი საუკეთესო თამაში არ მიჩვენებია, მაგრამ თანაგუნდელებთან მოედანზე ყოფნა ძალიან მაგარი იყო. კარგი მომენტები იყო და ასევე ცუდიც.

ამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამე გამოვიარე. დიახ, მატჩი წავაგეთ, მაგრამ აქ გულშემატკივრების წინაშე გუნდთან ერთად ყოფნა გამარჯვებაა", - თქვა ჰეივორდმა.

alt+18. გორდონ ჰეივორდმა "კლივლენდთან" მატჩში საშინელი ტრავმა მიიღო [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული