ჯონ უოლის 32 ქულა! - ზაზა ფაჩულიას "დეტროიტმა" "ვაშინგტონთან" წააგო [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 ოქტომბერს, გამთენიისას, ზაზა ფაჩულიას "დეტროიტ პისტონსმა", მოსამზადებელი პერიოდის ფარგლებში, "ვაშინგტონ უიზარდს" უმასპინძლა და ანგარიშით 97:102 დამარცხდა.

სამწუხაროდ, "დეტროიტის" მთავარმა მწვრთნელმა დუეინ კეისიმ ქართველი ცენტრი არ ათამაშა. როგორც კლუბის ოფიციალური საიტი წერს, კეისი როტაციას მიმართავს და შემადგენლობას არჩევს.

შეხვედრაში ყველაზე მეტი, 32 ქულა "უიზარდის" ლიდერმა ჯონ უოლმა მოაგროვა.

20 მოხსნა და 17 ქულა "დეტროიტის" ცენტრმა ანდრე დრამონდმა მოიპოვა, ბლეიკ გრიფინმა კი 16 ქულა ჩააგდო.

მომდევნო მატჩს ზაზა ფაჩულიას გუნდი 13 ოქტომბერს, სტუმრად "კლივლენდ კავალიერსთან" ჩვენი დროით 03:00 საათზე გამართავს.

altმარცხი

ოვერტაიმში - ზაზა ფაჩულიას 6-მა პასმა "დეტროიტს" "ბრუკლინთან" ვერ უშველა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 1 /
ამ დილით რომ ეთამაშა, დანარჩენი თავის გუნდელების თამაშის ფონზე მფრინავი ჯორდანი იქნებოდა საუკეთესო თამაშით.
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული