ESPN-ის ექსპერტი: "ლეიკერსის" ახალ გუნდში ლონზო ბოლის ადგილს ვერ ვხედავ

AutoSharing Option
NBA-ს ყოფილი კალათბურთელი და ამჟამად ESPN-ის ექსპერტი ჯალენ როუზი ფიქრობს, რომ "ლეიკერსისთვის" რთული იქნება ლონზო ბოლისთვის შესაბამისი ადგილის მოძებნა პარკეტზე.

"მთავარი, რაც მაშფოთებს "ლეიკერსთან" აკავშირებით: ლონზო ბოლი არ შეესაბამება იმ ყველაფერს, რაც გუნდში ხდება.

ვიცი, რომ ახლხან დაბრუნდა ტრავმის შემდეგ. უბრალოდ ყველაზე ხშირად ბურთი ლებრონ ჯეიმსს ექნება, რონდოს ექნება ხშირად ბურთი. ჯოშ ჰარტი უკეთესად ისვრის. მათვის რთული იქნება მისთვის კარგი წუთების დათმობა, ბოლის გაბარიტებს თუ გავითვალისწინებთ.

წინა ხაზში მხოლოდ ერთი კალათბურთელია გაბარიტებით - ეს ჯავალ მაკგია. ასეთ შემთხვევაში ისინი პერიმეტრზე
ისეთ კალათბურთელებს გამოიყენებენ, რომლებიც მოქმედებაზე არიან ორიენტირებულებია: ინგრემი, კუზმა და კოლდუელ-პოპუპი. მოთამაშეები, რომლებსაც ნებისმიერ პოზიციაზე დაცვა შეუძლიათ.
ვერ ვხედავ ამ ყველაფერში როგორ ჯდება 2017 წლის დრაფტის მეორე ნომარი", - განაცხადა როუზმა.

შეგახსენებთ, რომ "ლეიკერსმა" პირველი მატჩი "პორტლენდთან" ანგარიშით 119:128 წააგო. ლონზო ბოლმა 20 წუთი ითამაშა და 7 ქულა მოაგროვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს ბიჭი იტყვის თავის სათქმელს დააცადეთ ცოტა ხანი ჰეითერებოო)))
0
ლანზო ბოლს ბასკონიაში არ მიიღებენ, ეგ დრიც დადგება :)))
მოსე კალანკატუელი
22:18 20-10-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული